LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ ხართ ბინძური, ამორალური და ყოვლად უწესო ქალბატონი,“ – მანანა კობახიძისა და ელისო კილაძის დაპირისპირება

98

“თქვენ ხართ ბინძური, ამორალური და ყოვლად უწესო ქალბატონი,“- ასე მიმართა მანანა კობახიძემ გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორს ელისო კილაძეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.

ელისო კილაძემ დეპუტატს კითხა,საიდან იცოდა მანანა კობახიძემ, დაასახელა თუ არა წყარო კილაძემ გამომძიებელთან საუბრის დროს.

“საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ მე დავუსახელე თუ არა გამოძიებას წყარო?” – განაცხადა ელისო კილაძემ.

“თქვენ პასუხს აგებთ, ქალბატონო ელისო, კილაძე ცრუ დასმენისთვის. ბინძური, ამორალური ქალბატონი ხართ! ასრულებთ დაკვეთებს. ძალიან ბრიყვულად იქცევით,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

ელისო კილაძემ კი განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს იმ ადამიანის აზრი და შეფასებები, რომელიც ნეპოტიზმით არის დაკავებული და პარალელურად ნარკორეალიზატორებს მფარველობს.

ელისო კილაძემ ასევე აღნიშნა, რომ მანანა კობახიძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, სადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატი კობახიძე და ეკა ბესელია მწვავედ გააკრიტიკა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები