LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიმყოფებით უპრეცედენტო წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან” – მამუკა ხაზარაძის წერილი თანამშრომლებს

665
20181226213253

„ორკესტრირებული თავდასხმა TBC ბანკზე, რომლის მიზანიც ბანკის ხელში ჩაგდების სურვილია” – ეს ნაწყვეტია იმ წერილიდან, რომელიც TBC-ის 7000-მა თანამშრომელმა გუშინ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგამდე 1 საათით ადრე ელექტრონული შეტყობინების სახით მიიღო.

ელექტრონული შეტყობინებაში, მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.

წერილი, ექსკლუზიურად “კურიერმა” მოიპოვა.

წერილში წერია:

“მეგობრებო, თიბისელებო.

ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.

ამას ვერ დავუშვებთ!

ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ.

ამას ვერ დავუშვებთ!

დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში.

ჩვენ ვიბრძლებთ!

ჩვენ გავიმარჯვებთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები