ავტოკატასტროფის შედეგად ბოლივიაში 24 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. შემთხვევა ბოლივიის ქალაქ პოტოსის მახლობლად, ავტომაგისტრალზე ღამით მოხდა.
სამგზავრო ავტობუსი გზის პირას მდგარ სატვირთო მანქანას დაეჯახა, რომელსაც მაშუქები არ ჰქონდა ანთებული.
გარდაცვლილთა შორის შვიდი წლის გოგონაა. ავტობუსში სულ 44 მგზავრი იმყოფებოდა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლივიაში ყოველწლიურად ავარიების შედეგად, საშუალოდ ათასი ადამიანი იღუპება.