Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა – სეს-ის უფროსი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა – სეს-ის უფროსი

bagi

სახელმწიფო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

„2012 წელს სახელმწიფო ბაღებში განხორციელდა მხოლოდ 11 სახელმწიფო კონტროლი, 2018 წელს – 4772. საქართველოში აბსოლუტურად ყველა ბაღი შემოწმებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მკვეთრად არის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები ბაღებში. ჩვენი შესვლით ბაღებმა ჩაატარეს და მოაწესრიგეს ჰიგიენა. ყველა ბაღში არის ცივი და ცხელი წყალი, როცა ეს იყო მნიშვნელოვანი პრობლემა. გამოცვლილია ჭურჭელი, ჩატარებულია კვების ბლოკებში მომსახურე პერსონალის ტრენინგი და ა.შ. 2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისში-38, რეგიონებში-87. მათ შორის იყო 4 შემთხვევა ცხენის ხორცთან დაკავშირებით, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება გაატარა. რაც შეეხება სკოლებს, 2018 წელს სკოლაში ჩატარდა 971 ინსპექტირება. აქაც მდგომარება გაუმჯობესებულია, ვიდრე წინა წლებში,“ – აღნიშნა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები