LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდაშიანებმა ბავშვები დისნეილენდში გაასეირნეს (ფოტოები)

24

კიმ კარდაშიანი მშობიარობის შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ კანიე უესტი აქტიურადაა ჩართული 2 წლის ნორტის აღზრდაში და იქამდე, სანამ კიმი ახალდაბადებულ ვაჟს უვლის, კანიე პატარა გოგონასთან ერთად სეირნობს. ფოტოგრაფებმა კარდაშიანების ოჯახი დისნეილენდში გადაიღეს. ქორთნი კარდაშიანის ვაჟის დაბადების დღის აღსანიშნავად კრის ჯენერი, კანიე უესტი და ბავშვები ერთად შეიკრიბნენ და ზღაპრული ვოაჟი მოიწყვეს პლანეტის ყველაზე ბედნიერ წერტილში.

ბავშვები ატრაქციონებზე ერთობოდნენ, მათ ყველგან ახლდათ თან 60 წლის ბებია, კრის ჯენერი ბოიფრენდთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები