დაბადებიდან უსინათლო ბარტ ჰიკი, რომელიც უკვე 30 წელია რაც ავტომექანიკოსად მუშაობს, ავტომობილის საჭესთან აქამდე არასდროს მჯდარა. პირველივე მცდელობაზე მან 200 კმ-სთ-მდე შეძლო აჩქარება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებაც მიიღო.
მექანიკოსს ავტომობილის დამოუკიდებლად მართვა ყოველთვის უნდოდა და ოცნება მას შვილმა აუსრულა. ის „მერსედესს“ შეუთანხმდა და სუპერქარით გასეირნება ორეგონის შტატში მოაწყო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უსინათლო მძღოლმა Top Gear-ის ტრასა გაიარა და ყველაფერი იდეალურად გააკეთა. ტრეკის დასაპყრობად კი მან Toyota GT86-ის კუპე შეარჩია.