LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთის განვითარებისთვის მომავალ წელს 80 მილიონი ლარი დაიხარჯება

72

მთის განვითარებისთვის მომავალ წელს 80 მილიონამდე დაიხარჯება, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, აღნიშნული თნხის ათვისება 2016 წელს მოხდება.

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის 2016 წელს დაიხარჯება 40 მილიონამდე, ხოლო 2017 წელს ეს თანხა გაიზრდება და დაახლოებით 80 მილიონს მიაღწევს. გარდა ამისა, ბიუჯეტში შეიქმნა მთის განვითრების ფონდი. ცალკე არის 20 მილიონი, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტში დევს. 2016 წელს ეს ხარჯები იქნება, დაახლოებით, 60 მილიონის ფარგლებში, ხოლო 2017 წელს გასცდება 100 მილიონს,’’-განმარტა ჟურნალისტებთან თენგიზ შერგელაშვილმა.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს „მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების წესზე“, რომელთაც საშემოსავლო შეღავათები 2016 წლის 1 იანვრიდან დაუწესდებათ.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული ყველა შეღავათი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებზე და იქ მცხოვრებ 300 000–ზე მეტ მოსახლეზე 10 წლის განმავლობაში გავრცელდება.

სხდომაზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა. სიაში საქართველოში მდებარე 1600 დასახლებული პუნქტია შესული. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნუსხა 2016 წლის 1–ელ აპრილამდე გაიზრდება.