ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მათგან რვა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ცნობით დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდებათ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.