LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მუშაკები ჰუმანიტარულ ცენტრებს დავემსგავსეთ – ინგა დავითაძე

Untitled

სოციალური მუშაკები ჰუმანიტარულ ცენტრებს დავემსგავსეთ, – ამის შესახებ სოციალურმა მუშაკმა, ინგა დავითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, არასწორია მიდგომა, რომ ყველაფერში სოციალური მუშაკია დამნაშავე.

„მაშინ, სად არის სახელმწიფოს როლი? როცა შემთხვევებზე გავდივართ და მაგალითად, ოჯახში ძალიან რთული პირობები გვხვდება, როცა დედა მოგვმართავს, რომ ბავშვი მშიერი ჰყავს და ის კრიზისულ პროგრამაში ჩართვას, კვების ვაუჩერს საჭიროებს, ერთადერთი, რაც სახელმწიფოს გაგვაჩნია, არის განცხადების ფორმა, რომელსაც ბენეფიციარს ვავსებინებთ და ის თვეების განმავლობაში ელოდება იმ კრიზისულ პროგრამას, რაც სწორედ იმ დროს არის საჭირო, როცა მას ძალიან სჭირდება

გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს არანაირი სერვისი, დღის ცენტრები, კრიზისული ცენტრები და როდესაც შემოსვლის დროს ბენეფიციარს დახმარება სჭირდება, ვერსად ვერ ვათავსებთ და ვერანაირი სერვისებით ვერ ვსარგებლობთ“, – განაცხადა ინგა დავითაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები