LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკურსი თებერვლის ბოლოს მთავრდება

giraffe

2019 წლის ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკურსი თებერვლის ბოლოს მთავრდება.

პრემია „ჟირაფი“ დაფუძნდა ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის” ხელმძღვანელის, ბ-ნი გიორგი ჯავრიშვილის მიერ და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი დაჯილდოება გაიმართა 2015 წლის 11 ივნისს.

2018 წლის 1 დეკემბრიდან გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი 2019 წლის დაჯილდოებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს და მაგისტრებს. კონკურსანტის მაქსიმალური ასაკი – 35 წელი. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.

ნომინაციები:

I  საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი

II  – საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი

III   –  საუკეთესო  ქანდაკება

IV –   პრემია -სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენ ფეისბუქის გვერდს – facebook.com/oftalmij

ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები