LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 11 დეკემბერს ამიერიდან მთის დღე აღინიშნება

87

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთის დღის აღნიშვნის ინიციატივით გამოდის.

როგორც ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 11 დეკემბერი მთელს მსოფლიოში მთის დღედ აღინიშნება. პრემიერის განმარტებით, ეს არის გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწვეტილება და ვინაიდან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი სწორედ მთის განვითარებაა, ეს დღე საქართველოშიც უნდა აღინიშნოს.

”ვფიქრობ, ეს ეხმიანება ჩვენ მიერ გატარებულ რეფორმებს. სექტემბრიდან პენსია მთაში 216 ლარი გახდება, დანარჩენ საქართველოში კი -180. ის შეღავათები, რაც მთაში შემოგვაქვს წაახალისებს და გამოაცოცხლებს იქ არსებულ უნიკალურ რესურსს და შესაძლებელი გახდება ამ პოტენციალის გამოყენება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 10 წლის შემდეგ საქართველოს მთაში სერიოზული ინფრასტრუქტურა ექნება. ”უნდა შეიქმნას საწარმოები, რათა მოსახლეობა დავამაგროთ ადგილზე,”- დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები