LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას გამოყვანას ამ საქმიდან – სარალიძე

aqDWSARALIDZE

“ფაქტობრივად არაფერია შეცვლილი წინა შეხვედრის შემდეგ, რადგან საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას საქმიდან გაყვანას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. ის ფიქრობს, რომ არასწორი ინფორმაცია მიაქვთ შალვა თადუმაძემდე.

“წინა შეხვედრის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ფაქტია, საქმის პროკურორები ცდილობენ მიხეილ კალანდიას საქმიდან გაყვანას. ჩემი ბრძოლა გაგრძელდება, იქამდე, სანამ ყველა არ იქნება პასუხისგებაში მიცემული, არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეში მონაწილე პირები არამედ ისინი, ვინც უხეშად ჩაერია ამ საქმეში, მივიღე პირობა, რომ დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა, ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ უმოკლეს ხანში”, — განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ასევე თქვა, რომ ის შეხვდება მთავარ პროკურორს სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ, რომ “დიდ კითხვას” პასუხი გაეცეს.

შეგახსენებთ, შეხვედრას, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან ერთად ზაზა სარალიძესთან დაკავშირებული ყველა საქმის პროკურორი ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები