LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრესკო“ მერვე სუპერმარკეტს გახსნის

353

„ფრესკო“-ს რიგით მერვე სუპერმარკეტი გლდანში, V და VI მ/რ შორის დღეს  გაიხსნება. მენეჯმენტის ცნობით, სუპერმარკეტი 4000 კვ. მეტრზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. ტერიტორიაზე განლაგებულია თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, ავტოსადგომი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.

ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით 200 სამუშაო ადგილი შექმნა, საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობამ 1700 ადამიანს მიაღწია.

„ფრესკოს“ სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე “ფრესკო” მუდმივად ზრუნავს.

კომპანია „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და დღეისათვის შვიდ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, სანზონაში, ისანსა და ახლა უკვე გლდანში. „ფრესკო“ ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია არის ქსელის გაფართოება მთელი თბილისის მასშტაბით და არა მხოლოდ, 2016 წელს იგეგმება “ფრესკოს“ სუპერმარკეტების გახსნა რეგიონებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები