მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოსა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გაიგივება კიდევ ერთი ანეკდოტია, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან თქმული, საქართველოს და ვენესუელის პროცესები თუ ჰგავს ერთმანეთს,“ – განაცხადა ბახტაძემ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ვენესუელის პროცესები ერთმანეთს შეადარა.