LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტაიანშიკი“ მაძალებდა, მანქანა შშმ პირთა პარკინგზე გამეჩერებინა…“

parking

დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე წერს, რომ კუს ტბაზე სთავაზობდნენ, მანქანა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანთა სადგომზე გაეჩერებინა.

„კუს ტბაზე ამოვედი და „სტაიანშიკი“ მთავაზობდა, მაძალებდა, შშმ პირთა პარკინგზე,გამეჩერებინა მანქანა, ჩემი კომფორტისთვის?! სად ვცხოვრობთ!!! კუს ტბაზე ჩემი მეგობრები დადიან, ვისაც ეს პარკინგი ჩემზე ძალიან სჭირდება ზუსტად ვიცი! ამ კაცმაც იცის, მაგრამ მაგრად კიდია…

ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა და არასდროს დამავიწყდება! მე როცა საქმეზე მივდივარ და პარკინგი არ მხვდება ისედაც არაფერი ადაპტირებული არ არის ამ ქალაქში ჩემთვის, მერე რომ სადმე დავპარკინგდები და პანდუსი არ არის და ასე შემდეგ, წარმომიდგინეო!

არასდროს არ გააჩეროთ მანქანა შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკირების ნიშნის ქვეშ!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები