LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი არის დამნაშავე, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას – სენატორი ჯეიმს რიში

jeimzrishi

რუსეთი არის დამნაშავე მისი რეგულარული ცუდი ქცევის გამო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას, – ამის შესახებ გაზეთისათვის The Charlotte Observer მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა განაცხადა.

სხვა საკითხებთან ერთად, მან რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ეს,“ – განაცხადა სენატორმა ჯეიმს რიშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები