სავაჭრო და ბიზნეს-ცენტრი „ქარვასლა“ მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. როგორც ,,ფორტუნას’’ სავაჭრო ცენტრში განუცხადეს, 10 დეკემბერს „ქარვასლაში“ საკონფერენციო დარბაზი გაიხსნება. დარბაზი გათვლილია 100 დელეგატზე და უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი პირობითა თუ აღჭურვილობით.
,,საკონფერენციო დარბაზი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც სამეცნიერო, სასწავლო თუ პრეს-კონფერენციებისათვის, ისე ვორქ-შოფების, პროდუქტის პრეზენტაციის, სემინარის, საჯარო ლექციისა და გამოფენებისთვის.’’- აცხადებენ სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლაში’’
მათივე თქმით, საკონფერენციო დარბაზის საჭიროებას „ქარვასლაში“ ბიზნეს- ცენტრის გაძლიერებამ შეუწყო ხელი.
სავაჭრო და ბიზნეს- ცენტრ „ქარვასლაში“ დღეს 150-ზე მეტი კომპანია მუშაობს. დარბაზი მოემსახურება, როგორც „ქარვასლას“ მოიჯარე კომპანიებს, ისე სხვებსაც.