13 თებერვალს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს,“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.
https://www.facebook.com/TransportServiceofTbilisiCityHall/posts/1759441530868178?__xts__%5B0%5D=68.ARAmlSzn_jl_KLVxh-HEMw_wLgPaPyCxAgvyv5Hz9aSNBDSy3KkNNSscFZ8PgqT7cWQaCpaLPNphlPGPPtTzKctyL0wGGfxJm2DYnr07QEF3niRlAbp15yOgy8kiSQTk4rDoTDhaQfyy9bZEZqjPrGG-g5J_CR7OQH7RTtm1ynGQfsiiy_fZv9SVskufzvR7dLECYb3BD7Jy8acxKPIBtUEBv0IFaSOuSC_8RnRbpyfjGzQSY5rnz1fQ1SGsk2pA2ankduQpOOWgKoh4EaUkf0XEcMbj-PGRikJf1Jjsm8exH0qSAhqL4_YSuSIwRrSx7QMM&__tn__=-R0.g