LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამის გარდაცვალების შემდეგ, ქელეხზე უარი თქვა და თანხა ბავშვთა ჰოსპისს გადაურიცხა…“

cicinatela..

ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელას“ გვერდზე საინტერესო განცხადება გამოქვეყნდა. როგორც წერილშია აღნიშნული, ჰოსპისის მეგობარმა, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებენ, მამის გარდაცვალების შემდეგ უარი თქვა ქელეხზე და თანხა ბავშვთა ჰოსპისს გადაურიცხა.

„საკუთარ დიდ ტკივილს ადამიანები სხვადასხვანაირად უმკლავდებიან.

გლოვის მდგომარეობისგან განკურნების უფრო კეთილშობილი გზა, ვიდრე სხვაზე, სხვის სიცოცხლეზე, სხვისი ტკივილების შემსუბუქებაზე ზრუნვაა, ძნელი წარმოსადგენია.

ჩვენი ჰოსპისის მეგობარმა, მამის გარდაცვალების შემდეგ უარი თქვა ტრადიციულ დიდ ქელეხზე და ის თანხა, რომელიც ერთ საღამოში, ერთ ვახშამში მიცვალებულის სულის მოსახსენებლად უნდა დახარჯულიყო, გადმორიცხა ბავშვთა ჰოსპისში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს 60-მდე ბავშვს, 1 თვის განმავლობაში მოვემსახუროთ ბინაზე“.

„ციცინათელას“ მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, როგორც მათ სხეულზე, გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე აქტიური და ყოველმხრივი ზრუნვის, ისე მათი ოჯახის წევრების თანადგომისა და დახმარების გზით.

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები