LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკის საზღვართან კედელი აუცილებლად აშენდება – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

მიუხედავად იმისა, მიაღწევენ თუ არა „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ შეთანხმებას კონგრესში, მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში, თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კედელს ნებისმიერ შემთხვევაში ავაშენებთ. ამბობენ, რომ კონგრესში პროგრესს მიაღწიეს ამ საკითხზე მოლაპარაკებებში. მათ ვუთხარი, მოიცადეთ, ჩემს ხალხთან მივდივარ ტეხასში და არ მსურს ამაზე საუბარი. ასე რომ, არ ვიცი რას გულისხმობენ ამ პროგრესში. ვინ იცის, იქნებ კარგი ამბავიცაა,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან იყოს აცილებული მორიგი „შათდაუნი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები