LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდმა სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის პროექტი დაიწყო

146

საპარტნიორო ფონდმა Georgian Fresh Holding B.V- თან ერთად სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის გაფართოების პროექტი დაიწყო. ამის შესახებ ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს. პროექტი ითვალისწინებს სათბურის მშენებლობას დამატებით 1,5 ჰექტარზე, სადაც დაახლოებით 700 ტონა სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა არის დაგეგმილი.

როგორც ფონდში აცხადებენ, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა არსებობს ექსპორტის პოტენციალი მეზობელ ქვეყნებში. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 1,4 მლნ. ევროს შეადგენს.

”სასათბურე მეურნეობის გაფართოების მიზანია დაბალხარისხიანი იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 23 ადამიანი, ხოლო გაფართოების შემდგომ დასაქმებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზრდება,”- აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.

Georgian Fresh Holding B.V-მა სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით შპს „იმერეთი Greenery” შექმნა. კომპანიამ სამტრედიის სასათბურე მეურნეობაში თებერვლიდან დაიწყო სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლის მოყვანა, რომლის წლიური წარმადობა 160 ტონაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები