LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოულოდნელი სიურპრიზი „გრემიზე“ – ალიშა კისმა სცენაზე მიშელ ობამა მოიხმო (ფოტო)

obama

„გრემის“ რიგით 61-ე ცერემონიალის ყველაზე გამორჩეულ მომენტებს შორის მოხვდა აშშ–ს ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას გამოჩენა. ის წლევანდელი „გრემის“ საპატიო სტუმარი გახდა. სცენაზე კი მიშელ ობამა მას შემდეგ გამოვიდა, რაც ცერემონიალის წამყვანმა, ალიშა კისმა ის სცენაზე მოიხმო. პირველი ლედი სცენაზე ლეიდი გაგასთან, ჯენიფერ ლოპესთან და ჯადა პინკეტ სმიტთან ერთად ხელჩაკიდებული გამოვიდა. მის გამოჩენას დარბაზში მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.

„მუსიკა ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი ისტორია მომეყოლა, ვიცი, რომ ასე ხართ თქვენც. მუსიკა გვეხმარება მოვყვეთ იმედების, სიხარულისა და განცდების შესახებ. მუსიკა ჩვენ ერთმანეთის მოსმენაში გვეხმარება. ის გვეუბნება და გვასწავლის, რომ ყველა ისტორიას აქვს მნიშვნელობა“- განაცხადა თავის სიტყვაში მიშელ ობამამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები