Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სკოლების საპირფარეშოებში მძიმე სანიტარული ვითარებაა, 16 სკოლაში კი წყალი საერთოდ არ არის – ომბუდსმენი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლების საპირფარეშოებში მძიმე სანიტარული ვითარებაა, 16 სკოლაში კი წყალი საერთოდ არ არის – ომბუდსმენი

lomjaria_9e03c

შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით მაღალმთიან სოფლებშია.

სახალხო დამცველმა ანგარიში “წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში” წარმოადგინა.

“წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ამ კვლევის ფარგლებში, 6 რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16 სკოლაში საერთოდ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში საერთოდ არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი. ეს იწვევს იმას, რომ ბავშვები მთელ რიგ შემთხვევებში ვერ იღებენ სასმელი წყლის იმ რაოდენობას, რაც უნდა მიიღონ სწავლის განმავლობაში. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული [related_news id=”143625″ align=”left”] თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებთან მიმართებით. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისთვის და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. ეს მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ გაკვეთილებზე დასწრებას,” – განაცხადა ლომჯარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები