LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული იზოლატორიდან ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

police-2-e1543399640381

13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებული ექიმებმა შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები