LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილმა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის მიზეზები განმარტა

93

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორ ქუმსიშვილმა აღნიშნა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მარცხენა მოძრაობის შემთხვევაში საფრთხეს ქმნის. “ერთადერთი, რაც შს სამინისტროს ამოძრავებდა არის ის, რომ გზაზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო. ყველა უნდა დავეთანხმოთ ერთმანეთს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მარცხენა მოძრაობის შემთხვევაში და, პირიქით, საფრთხეს ქმნის. მძღოლი უბრალოდ წინ ვერ ხედავს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება იმ ზარალს, რომელსაც მცირე მეწარმეები აღნიშნული კანონპროექტით მიიღებენ, მინისტრმა განმარტა, რომ მას კარგად ესმის მცირე მეწარმეების, თუმცა კანონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პარკი, რომელიც თითქმის გაუტოლდა მარცხენასაჭიან პარკს, იყოს შენარჩუნებული და შემდგომში, ამ მიმართულებით ნელ-ნელა გამსოწორდეს ვითარება.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც შს სამინისტრომ შეიმუშავა,2016 წლის მარტიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები