ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში ლიდერია. შესაბამისი დასკვნა ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭომ, ანუ ACI Europe-მ დადო, რომელმაც 2018 წლის მონაცემები გამოქვეყნა.
ACI Europe-ის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 52.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისი ლიდერობდა 2018 წლის დეკემბრის თვის რეიტინგშიც, სადაც ზრდამ 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 127 პროცენტი შეადგინა.