Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საპარლამენტო სესია მომავალ კვირას დაიწყებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საპარლამენტო სესია მომავალ კვირას დაიწყებს

81

2016 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს. დღეს პარლამეტში გაიმართა ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 555.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 980.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.3%-ს შეადგენს და 200 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიას.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3,1 მლრდ ლარს შეადგენს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 975 მლნ ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 321,4 მლნ ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის –  950 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის  – 670 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 595 მლნ ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის –  100 მლნ ლარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის –  153,8 მლნ ლარი, ეკონომიკის სამინისტროსათვის -95 მლნ ლარი.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო სესიაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება.