LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება

79

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება, ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა.  შესაბამის ცვლილებებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ , ამასთან,  ახალი წესების პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 14:00 საათზე იგეგმება.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, გუშინ მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებზე დამატებითი გადასახადი წესდება ან იკრძალება მოძრაობა ასეთი ავტომანქანებით,  ტყუილია.

“მსგავსი არაფერი იგეგმება. მფლობელებს, ვისაც უკვე ჰყავთ რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც დღეს ჩვენ შევთანხმდებით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი. მისივე თქმით, ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები