LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშავდება კანონპროექტი, რომელიც ზოგად უნარებს სავალდებულოს გახდის – სერგი კაპანაძე

1528118227_sergi-kapanadze-vkg

პარლამენტში ამუშავებენ კანონპროექტს, რომელიც ზოგადი უნარების ტესტს სავალდებულოს გახდის. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი განათლების მინისტრი ცვლის საგანმანათლებლო სისტემას თავისი სურვილებიდან გამომდინარე ისე, რომ ალტერნატივებსაც არ გვთავაზობს.

შეგახსენებთ, 2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. საგნებს შორის სავალდებულო იქნება მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე უცხო ენა. სხვა საგნებს უნივერსიტეტები, მიმართულების მიხედვით განსაზღვრავენ.

ზოგადი უნარების გამოცდა საქართველოში 2005 წლიდან ტარდება.