ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო რომის პაპს ფრანცისკეს მიმართავს თხოვნით, ხელი შეუწყოს ვენესუელაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ ნიკოლას მადურომ იტალიურ ტელეარხ Sky TG24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ნიკოლას მადურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რომის პაპს თხოვს, თავისი ძალები და ნება გამოიყენოს, რათა ვენესუელას დიალოგის გზაზე დაეხმაროს“.
„წერილით მივმართე რომის პაპს, ფრანცისკეს. წერილში განვმარტე, რომ ქრისტეს საქმეს ვემსახურები. ამასთან დაკავშირებით მას ვენესუელაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბება და განმტკიცებაში დახმარება ვთხოვე. ვიმედოვნებთ, რომ რომის პაპისგან დადებით პასუხს მივიღებთ,“ – განაცხადა ნიკოლას მადურომ.