საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის, ატლანტაში, 21 Savage დააკავეს. გაირკვა, რომ ახალგაზრდა რეპერი 2006 წლიდან აშშ-ში არალეგალურად იმყოფება.
ამერიკის საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქედ ითვლება, დეპორტაცია ემუქრება. ცნობილია, რომ მის ბედს ფედერალური სასამართლო უახლოეს დღეებში გადაწყვეტს.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის არტისტს კანონთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. 2014 წელს, ის ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ სიმღერით Rockstar Post Malone-თან ერთად, 21 Savage 61-ე ,,გრემიზე”, ,,წლის ჩანაწერისა” და ,,საუკეთესო რეპ პერფორმანსისთვისაა” ნომინირებული.