საქართველოს საპატრიარქოსთან ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს დეკანოზის ზიარება.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია. მათი ინფორმაციით, გიორგი მამალაძეს გულთან დაკავშირებით აქვს პრობლემები, ასევე, ცუდად გრძნობს თავს, სულიერი კუთხითაც.
აქციას დღეს შეუერთდა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას. მას იმედი აქვს, რომ დეკანოზის უდანაშაულობა დამტკიცდება.