LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონიერი ქურდი“ გელა ჯოჯუა თბილისში დაბრუნებას ითხოვს – უკრაინელი პოლიციელი ვიდეოს აქვეყნებს

jojua

52 წლის ქართველი “კანონიერი ქურდი” გელა ჯოჯუა უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებას ითხოვს.

ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ აბროსკინი წერს. უკრაინელი პოლიციელი ვიდეოს აქვეყნებს

ვიაჩესლავ აბროსკინის თქმით, გელა ჯოჯუა, რომელსაც ქურდულ სამყაროში “გელა თბილისსკის” სახელით იცნობენ, ნახევარი წლის განმავლობაში ცდილობდა, უკრაინის მოქალაქე გამხდარიყო.

“ახლა ის პოლიციას მიმართავს, მიიღონ შესაბამისი ზომები მის სამშობლოში დასაბრუნებლად,” – წერს სოციალურ ქსელში აბროსკინი.

მან ასევე დააკონკრეტა, რომ „კანონიერი ქურდი“ ხელმძღვანელობდა ისეთ დაჯგუფებებს, რომლებიც უმეტესად ავტომობილების და ბინების ძარცვით, ასევე „საქმის გარჩევის“ მიზნით, თავდასხმებით არიან დაკავებული.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ დაჯგუფებების წევრები უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან.

“ასე, რომ ჩვენ დავეხმარებით, სურვილის შესრულებაში – დავაბრუნებთ საქართველოში,” – აცხადებს უკრაინის პოლიციის უფროსის მოადგილე.

https://www.facebook.com/Vyacheslav.Abroskin/videos/2041755736117090/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები