LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტმა ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა

ევროპარლამეტიი

ევროპარლამენტმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის 439-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 104-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 88-მ კი, თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ანტონიო ტაიანიმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ფედერიკა მოგერინის მოუწოდა, ხუან გუაიდო ვენესუელის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარონ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფო აღიარა, მათ შორის ესპანეთმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა და დანიამ.

დემონსტრაციაზე 23 იანვარს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად გამოაცხადა და საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაასახელა.

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით მმართველად პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. მას მხარდაჭერა სხვა სახელმწიფოებმაც გამოუცხადეს, მათ შორის საქართველომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები