LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს ოდესელი ბიზნესმენების რეკეტსა და გამოძალვაში ადანაშაულებენ

72

უკრაინელი დეპუტატი დმიტრი გოლუბევი ოდესის გუბერნატორს გამოძალვასა და რეკეტში ადანაშაულებს.

„სააკაშვილი ოდესაში რეკეტით არის დაკავებული. მსხვილი ბიზნესმენები და კომპანიები იღებენ მისი მრჩეველისგან წერილს, მაგალითადმ წინადადებით, გამონახონ საშუალება და საქველმოქმედო დახმარებისთვის გამოყონ 2.5 მლნ გრივნა (104 ათასი აშშ დოლარი). ბიზნესმენები თანხას მართლაც რიცხავენ,“ – განაცხადა გოლუბევმა.

მისი თქმით, თითქმის ყველა ოდესელი მსხვილი ბიზნესმენი სააკაშვილს თანხას ურიცხავს.

„მაქვს მასალები, რომელიც ჩემს სიტყვებს ადასტურებს და ამ მასალებს აუცილებლად გავასაჯაროებ,“ – ამბობს დეპუტატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები