LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შიდსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

hiv-aids-seroconversion-time_thumb

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, იანვარში 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, მათ შორის 5599 – მამაკაცია, 1875 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა.

აივ მკურნალობას იტარებს 4597 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

„რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

39.9 % (2968) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.4 % (3458) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (836) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა); სამეგრელოში – 947 (აქედან ზუგდიდში – 630); იმერეთში – 924 (ქუთაისი 451); აჭარაში – 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში – 473; კახეთში – 358, ქვემო ქართლში – 385; შიდა ქართლში – 279; გურიაში – 157; ფოთში – 110; სამცხე-ჯავახეთში – 107 და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები