Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა” კვლავ ლიდერ კომპანიებს შორისაა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა” კვლავ ლიდერ კომპანიებს შორისაა

134

რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა” 2015 წლის ლიდერ კომპანიებს შორისაა წარმოდგენილი. როგორც სოციოლოგიურმა კვლევებმა და პიარ ექსპერტების ანალიზმა აჩვენა, რადიობაზარზე ”ფორტუნა” ლიდერ პოზიციას იკავებს. ამის შესახებ ”ფორტუნას” „ქართული ბრენდის დღის“ იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის” გენერალურმა დირექტორმა, მანანა გეგიძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ბრენდის დღე“ 18 დეკემბერს ჩატარდება და ტრადიციულად, გამარჯვებული კომპანიები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, ახალი ქართული ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი და ბრენდ-პერსონა.

„დაჯილდოვდება 11 ახალი კომპანია. ჩვენ შევისწავლეთ ქართულ ბაზარზე არსებული ახალი კომპანიები. ვნახეთ მათი სამუშაო პროცესი, სტილი, გავეცანით მათ სამომავლო გეგმებს. სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა არაერთი ასეთი კომპანია და წელს ეს კომპანიები, რომლებიც ჯერ ქართული საზოგადოებისთვის უცნობია, სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან”,- განაცხადა ღონისძიების იდეის ავტორმა.

დაჯილდოვების ცერემონიალი 18 დეკემბერს, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო HotelsS&Preference hualing Tbilisi-ში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები