LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

H&M-ის შემდეგ Prada – საერთაშორისო ბრენდი შესაძლოა, ქართული იარლიყით შეიკეროს

1

საერთაშორისო ბრენდის Prada-ს პროდუქცია, შესაძლოა, MADE IN GEORGIA-ს იარლიყით შეიკეროს. ბრენდის მიმწოდებელი ქართული კომპანია „ელსელემა“ იქნება. ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია.

დაეწერება თუ არა Prada-ს პროდუქციას „დამზადებულია საქართველოში“, ანუ MADE IN GEORGIA სწორედ ამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გადაწყდება.

აღნიშნულ თემაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი „ბიზნესპრესნიუსს“ ესაუბრა.

„ჩემი ინფორმაციით, კომპანია „ელსელემა“, რომელიც შანხაის იმპორტის გამოფენაზე წავიყვანეთ, ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ ბრენდებთან მაგალითად, როგორიცაა: „პრადა.“ კომპანიამ უკვე რამდენიმე ნიმუში გადააგზავნა“, – აღნიშნა ხიდურელმა.

აღსანიშნავია, რომ თუ ეს შეთანხმება შედგება, „ელსელემა“ იქნება მეორე ქართული კომპანია, რომელიც წარმატებულად განახორციელებს ექსპორტს ძალიან ძვირიანი ბრენდისთვის. შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა რომ ევროპაში, H&M-ს ქსელში პროდუქცია იარლიყით – MADE IN GEORGIA გაიყიდება – პროდუქციას ქართული „ემჯიემტექსი“ დაამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები