LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი შოკოლადი და წითელი ღვინო ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

eating-chocolate-and-drinking-red-wine-could-prevent-aging-according-research-768x384

ხშირად გვსმენია, რომ ზოგიერთ პროდუქტს გენების გამაახალგაზრდავებელი უნარი გააჩნია. ამ მოსაზრებას ამყარებს ბოლო კვლევები, რომელიც ბრაიტონის უნივერესიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

კერძოდ, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შავი შოკოლადი და წითელი ღვინო დაბერების პროცესს აფერხებს. მათ წითელ ღვინოსა და შავ შოკოლადში ქიმიური ნაერთი აღმოაჩინეს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის გაახალგაზრდავებას.

წითელ ღვინოში შემავალი ფაისეთანოლი ცხიმის უჯრედების ზრდას აფერხებს. მისი დაბალანსებული მიღება კი უჯრედული დაბერების წინააღმდეგ მოქმედებს. გარდა ამისა, რესვერატროლს შეუძლია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და სიმსივნის პრევენციაც კი მოახდინოს. მთავარია დოზას არ გადაამეტოთ – დღეში მხოლოდ 1 ჭიქა და ისიც წითელი ღვინო.

შავ შოკოლადში შემავალი ფლავანოიდები კი სისხლის წნევას აუმჯობესებენ და გარდა ამისა, გვიცავენ ულტრაიისფერი სხივების დაზიანებისგან.
საუბარია შოკოლადზე კაკაოს მაქსიმალური შემცველობით. კაკაო შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც ფლობს ფენომენალურ შესაძლებლობას დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა ინფექციისგან. უპირველეს ყოვლისა, ეს ნივთიერება სასარგებლოა კანისთვის.

 

ბუნებრივია, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სიბერე გარდაუვალია, თუმცა რაც უფრო გვიან დაიწყება ეს პროცესი, მით უკეთესი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები