LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დროშა ხუან გუაიდოს მხარდამჭერ აქციაზე

50995070_2225591491020010_6978143445822996480_n-e1549133695461

ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებული ხუან გუაიდოს მხარდასაჭერად კარაკასში მორიგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა. მათი მოთხოვნა უცვლელია გადადგეს ნიკოლას მადურო და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

აღნიშნულ მიტინგზე აქციის მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელთაც ოპოზიციონერი ლიდერი ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ამ კონტექსტში გამოჩნდა სცენაზე დამონტაჟებულ მონიტორზე საქართველოს დროშაც.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერსა და ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს, რომელმაც თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. პარალელურად, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებიდან მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი გზავნილებიც ისმის.პირველი ქვეყანა, რომელმაც გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს. პრეზიდენტისადმი ლოიალური რჩება ქვეყნის არმიაც.

შეგახსენებთ, ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებზე უარს ამბობს და ამის ნაცვლად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

https://www.youtube.com/watch?v=X1odTM84MFk

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები