LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმეში არიან პირები, რომლებმაც სხვა პირებს გაუგზავნეს ვიდეოჩანაწერი – პროკურორი თორნიკე მარსაგიშვილი

თორნიკე მარსაგიშვილი

საქმეში არიან პირები, რომლებმაც სხვა პირებს გაუგზავნეს ვიდეოჩანაწერი, რაც შეეხება თავს და თავს, საწყისს, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გეცნობებათ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, ცნობილია თუ არა გამოძიებისთვის ვინ გაავრცელა თავდაპირველად ფარული ვიდეოჩანაწერი, პროკურორი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.