საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ერთხელ არ გამოსულა პირადი ცხოვრების ამსახველი არც ერთი კადრი არავის მიმართ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას ვერ მისცა პური თუმცა, არის სანახაობა.
“მეგობრებო, ერთი ფაქტი მაინც გახსოვთ, როდესაც მე ვიყავი აღმსრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გასაჯაროებულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების კადრი. სამაგიეროდ, ივანიშვილი მოვიდა, დაიწყო კადრების გამოგდება. დაიწყო ალასაიას კადრების გამოყენება, როგორც კი ის ოპოზიციაში წავიდა, მერე მასთან დაკავშირებული ერთერთი მინისტრის პირადი კადრები გამოაგდეს, მერე კულტურის მოღვაწის, რომელიც არ მოსწონდათ. მანამდე ჟურნალისტის კადრები და ახლა ამ ქალის კადრები. ეს ყველაფერი ერთი მეორეს მიყოლებით. ამის გარდა, გადაუღეს კვირიკაშვილს და ხაზარაძეს, მათ საუბარს გადაუღეს და აჩვენეს ხაზარაძეს და ამის ნიადაგზე გამოაგდეს სისხლის სამართლის საქმე, მართლა ხომ არ ბნელა?! – ან ეს კაცი – ივნიშვილია სრული იდიოტი, ან ჩვენ და თქვენ გონიხართ იდიოტები ჩემო ძვირფასებო, ეს არის ოლიგარქის მართველობის სტილი”, – აღნიშნა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/557882511361050/?__xts__[0]=68.ARCK4dkXZ5DaSSUJ2unisTF_xJJW1kiGzY04MKbRjjhUSMM3vXYA__ZDMWii1Yui0QYP5jZf-8clXgsC9UE-4HXRNbyJnQE1n8cswe26ELrbPhMMaSA1tnFY13ftO180Jnas-lbXAUOPpuXzbjHVGuVDo4dUV38f-isBLrkb-T4OKbZS3nD-Fhnp2QGaeKhM7p8M4niCN3olWEsy0saWuYU-W7G0L37pbzEEjznZteVTjlNK9nbGngWluixnZi-_39OsQjOnXiXgRPICuJszfLs2PiM9enfgRFtz7E5KtKPyWpAfDceqryrazMxEj2fYUjYZDvgOwVDYTNSlqowci0jFZSXkWin7&__tn__=-R