LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ათობით ათასი ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი“ – ზურაბ ჯაფარიძე

jafara

„ეს არის შერჩევითი სამართალი,“ – ასე შეაფასა გირჩის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე 17 პირის დაკავება.ის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დაკავებულებს შორის გირჩის აქტივისტებიც არიან. ჯაფარიძის აზრით, მთავარია, დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ვიდეოფაილი ატვირთა და ვისაც პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

„ჩემი აზრით, ეგ არის სისულელე. დასასჯელია ადამიანი, რომელმაც ეს ფაილი ატვირთა. მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. ეგრე ინტერნეტში უამრავი ლინკი და სისულელე ყრია. გასაგებია, ჩვენ შეიძლება, არ მოგვწონდეს ეს საქციელი, ჩემი აზრით ამორალურია. მაგრამ ჩვენ თუ ამის გამო ადამიანების დასჯა დავიწყეთ, დასასჯელია ათობით ათასი ადამიანი. თუ ათობით ათასი ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული შვიდი პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს, ხოლო 10 დაკავებულის მიმართ – პატიმრობას. საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათ შორის ის ადამიანი ვინც გამიოძიების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები Youtube-ზე ატვირთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები