“ვერავინ უნდა გაბედოს ამ ქვეყანაში, პირადი ცხოვრებით ადამიანების დაშანტაჟება,” – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “ტვ პირველის” ეთერში, მის საავტორო გაადცემაში “რეაქცია” განაცხადა. ჟურნალისტს სტუმრად უმრავლესობის დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ყავდა. გადაცემაში მთავარი განსახილველი თემა კი, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები იყო.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ვერავინ უნდა გაბედოს ამ ქვეყანაში, პირადი ცხოვრებით ადამიანების დაშანტაჟება. ნომერი ერთი – პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი. ნომერი ორი – სექსი არ არის სირცხვილი. ვიღაც ადამიანებს გონიათ, რომ საძინებელში კადრებს გადაგიღებენ და ეს არის სირცხვილი. მერე აძლევენ ადამიანები თავს ამაზე ქილიკის უფლებას. ნომერი სამი – ვერასოდეს გაიმარჯვებთ ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ განსაკუთრებით როდესაც ეს ხდება პოლიტიკურად ან საზოგადოებრივად აქტიური ქალების წინააღმდეგ და როდესაც ეს ფორმა არის ბრძოლაში დასაშვები, ვერავინ ვერასდროს გაიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. გინდათ რამის გამოქვეყნება, გამოაქვეყნეთ. რა დაუშავდა ეკა ბესელიას? ზის, პოლიტიკურად ბრძოლისთვის მოიმართა და ამბობს, რომ ვერ გამაჩერებთო. თუ მიზანი არის გაჩერება ამ აქტიური ქალების, 100-დან 50%-ს ვერ გააჩერებთ, ამის გარანტიას გაძლევთ,” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/562350250904132/?__xts__[0]=68.ARDVUgms0NXsELQta1L-HKKHwmJPu3jJzbyr3W9dfVUqx5U-VosL7KStlDj5mDpC1O7tolPJY2fCNIGXPa7iR37gX2346-uDYo7wYof79Qe07O7cuSaI0_EHTSYEtFKxoewSM6_vrJIz3SO-y2wk7dsIkM0tPZFAH8mjin9_oQVQL8tXwaO-WemDwcGopuBY1BLPW6n8uVxPZIBHEp8QmZ5un3tW6FOCMKDOl_mywnk7vzjrYKjqbUgjWG-9VnzbIqWkOSoG7asmePm6v1cF9bhrU0dFFA7qWccRAxnFVefgJZo7rkqONcy9Z-VNGql4qbJvBHko9cpQGfzj1fgd-C-ql5t5Q4azm873n73yz5B4CGmtoWxOgQtxQpzUBw9tEMk&__tn__=-R