აფეთქება პეკინის გამზირზე – საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ გაზმა გაჟონა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების განამარტებით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება.