LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ აქციზთან დაკავშირებით მწარმოებლების შენიშვნები არ გაითვალისწინა

92

მთავრობამ აქციზთან დაკავშირებით ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების შენიშვნები არ გაითვალისწინა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანია ,,გომის’’ დირექტორმა ზაზა თაბაგარმა განუცხადა მწარმოებლების თხოვნით პასუხისმგებელ პირებთან რამდენიმე შეხვედრა შედგა, თუმცა უშედეგოდ.

”ჩვენ ვთქვით, რომ აქციზის გაძვირება თანაბარდ აზარალებდა მომხარებელსაც და მწარმოებლებსაც. მართალია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ღირებულება მაღალია, მაგრამ იმ ქვეყნებში შესაბამისი ეკონომიკური ვითარება და მაღალი მსყიდველობითი უნარია,” – განაცხადა თაბაგარმა.

მისი თქმით, აქციზის გაზრდა გამოიწვევს გაყიდვების შემცირებას და ალკოჰოლური სასამელების გაძვირებას. ამასთან, ბაზარზე გაჩნდება ფალსიფიცირებული პროდუქცია და მომხარებელი დაბალფასიანი უახრისხო პროდუქციის შეძენას დაიწყებს.

”ყველაფერთან ერთად აქციზის ზრდას არც  ფისკალური ეფექტი ექნება,” – მიაჩნია თაბაგარს.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელებზე აქციზის გაზრდით დამატებით 90 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.  2016 წლის 1 იანვრიდან  ძალაში შევა ”საგადასახადო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ,  10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზრდება აქციზის განაკვეთი ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი – 10 ლარამდე მოიმატებს.