LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ქართველ მეწარმეებს აშშ-ში ფულის მოგების შანსი აქვთ

88f135a483ef01fac8d7b920488085e4_XL

2 თებერვალს გამოვლინდება, თუ ვინ წარადგენს საქართველოს მსოფლიოს ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსზე „ბრილიანტის გამოწვევა“ (Diamond Challenge)  2019, რომელიც ტრადიციულად ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრილში გაიმართება.

„ბრილიანტის გამოწვევა“ სასწავლო ინიცატივაა, რომლის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება.

2019 წელს პროექტში მონაწილე გუნდებიდან საუკეთესო შედეგის 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას პრეზენტაციების ეტაპზე. ისინი შეეჯიბრებიან ​ერთმანეთს სოციალური საწარმოს პროექტების წარდგენაში. გუნდებს უწევთ პროექტის 5 წუთიანი მიმოხილვა (პრეზენტაცია) ჟიურის წინაშე.

გამარჯვებული გუნდი, მოსწავლეებისა და 1 მრჩეველის მონაწილეობით აპრილში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ გუნდებთან შესაჯიბრებლად. საპრიზო ადგილებზე გასულები მიიღებენ ფულად ჯილდოებს და შესაძლებლობას ისწავლონ დამატებით, ან იდეა აქციონ საქმედ. ​საპრიზო ფონდი 100.000 $-ია.

აღსანიშნავია, რომ ა.შ.შ. დელავერის უნივერსიტეტის პარტნიორი  საქართველოში EMT – განათლებისა და მართვის გუნდი 2014 წლიდან ანხორციელებს ამ პროგრამას​. სრული პარტნიორია ააიპ სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

2019 წლის ბრილიანტის გამოწვევის პროექტის სპონსორები არიან: ​თბილისის ღია უნივერსიტეტი​, კომპანია  financial outsource  და როტარი კლუბი ,,რუსთავი საერთაშორისო”. პროგრამას მხარს უჭერს 20-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია საქართველოში.

საქართველოს ეტაპის ფინალი გაიმართება 2019 წლის 2 თებერვალს, 11:00 სთ-დან, თბილისის ღია უნივერსიტეეტში. მისამართი უნივერსიტეტის ქ. 2, თბილისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები