LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სწრაფი იაპონური მანქანა ნიურბურგრინგის რეკორდის დამყარებას გეგმავს

aspark

იაპონური კომპანია Aspark-ს სურს, რომ ელექტრომობილების ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყაროს. ამისთვის მწარმოებელი თავის შემოქმედებას Owl-ს გამოიყენებს, მოდელს 100 კმ/სთ-ის განვითარება 2 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია.

Aspark Owl-ის დებიუტი 2017 წელს ფრანქფურტის ავტოსალონზე შედგა. ორკარიანი მოდელი, რომლის სიმაღლეც მხოლოდ 99 სმ-ია 850 კგ-ს იწონის და ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. აგრეგატის საერთო სიძლიერე 435 ცხენის ძალაა და ავტომობილი ენერგიას სუპერკონდენსატორებისგანაც იღებს.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ნიურბურგრინგის რეკორდი ჩინურ ჰიპერქას Nio EP9-ს ეკუთვნის. მოდელი 4 ელექტროძრავითაა აღჭურვილი და ჯამში 1360 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. პირველი ასეულის გასავლელად კი მას 2,7 წამი სჭირდება. და ბოლოს, „ყველაზე საშიში ტრასა“ სუპერქარმა 6 წუთსა და 45,90 წამში გაიარა.

https://motor.ru/news/aspark-record-29-01-2019.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები