უცნაური ავტომობილი მანჩესტერში ერთ-ერთ ავტოსადგურზე აღმოაჩინეს. ის ადგილობრივმა რობ ფარელმა იპოვა და უცნაურ „ნაჯვარს“ გვერდი გულგრილად ვერ ჩაუარა. როგორც რობის გადაღებულ კადრებში ჩანს, უცნობმა ავტომოყვარულმა Renault Megane-ის Mercedes-ად გადაქცევა სცადა. ამისთვის ავტომობილის რადიატორსა და საბარგულზე Mercedes-ის ემბლემები დაამონტაჟა.
ასევე, უჩვეულო მოდელს ფარების დიზაინიც შეუცვალეს და ფარების გარშემო ნეონის განათებები დაუყენეს. „ფრანკენშტეინის“ ავტომობილმა მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.