LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიცვლება თუ არა რეგიონებში ელექროენერგიის ტარიფი 1 იანვრიდან? – სემეკი საკითხზე მუშაობს

68

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჯერჯერობით არ იციან, შეიცვლება თუ არა რეგიონებში ელექროენერგიის ტარიფი 1 იანვრიდან.

სემეკ-მა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების 2016 წლის ტარიფის დადგენის თაობაზე უკვე დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” კომისიაში განუცხადეს, ჯერჯერობით კომისიამ მხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილა, რაც ტარიფში შემავალ თითოეულ კომპონენტს უკავშირდება.

”ამ დროისთვის წინასწარი შეფასება იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ტარიფი, შეუძლებელია. ტარიფის დადგენა ცალსახად არ გულისხმობს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებას. ეს არის ტექნიკური ხასიათის მექანიზმი, რომელსაც კომისია იყენებს იმისათვის, რომ დაარეგულიროს გამანაწილებელი კომპანიის შემოსავლები და ხარჯები” – აცხადებენ სემეკ-ში.

ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომისიამ 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს, კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად კი 2015 წლის 22 დეკემბერი განისაზღვრა.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ კომისიამ მოქმედი ტარიფები 2014 წლის 1 სექტემბერს დაუდგინა და მისი მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები